ვერსია 1.0 | 05 ოქტომბერი 2026
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - „წესები“) არეგულირებს ინდივიდუალური მეწარმე ანნა ზედგინიძე საიდენტიფიკაციო ნომერი:47001023303, პირადი ნომერი:47001023303 , რომელიც საქმიანობას ახორციელებს PSYCHOCAMPUS / ფსიქოკამპუსის სახელით, შემდგომში - „ფსიქოკამპუსი“,-ის ვებგვერდის, მომხმარებლის პირადი ანგარიშისა და პლატფორმის მეშვეობით შეთავაზებული ფსიქო-ნავიგაციის, ფსიქოლოგიური კონსულტირების, ტრენინგების, ფსიქოგანათლებისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებასა და შეძენას.
მოვაჭრის/მომსახურების მიმწოდებლის მონაცემები: ინდივიდუალური მეწარმე ანნა ზედგინიძე საიდენტიფიკაციო ნომერი:47001023303, პირადი ნომერი:47001023303 , რომელიც საქმიანობას ახორციელებს PSYCHOCAMPUS / ფსიქოკამპუსის სახელით, შემდგომში - „ფსიქოკამპუსი“. მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღმის დასახლება, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, N46, ბინა 1002ა ; ელფოსტა: annazedginidze11@gmail.com; ტელეფონი: +995555116923.
კონკრეტული მომსახურების გვერდზე/საიტზე მითითებული აღწერა, ფასი, ხანგრძლივობა და სხვა არსებითი პირობები შესაბამისი შეკვეთის/ხელშეკრულების ნაწილია.
2. მოქმედი კანონმდებლობა
პლატფორმა საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტრონული კომერციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების გათვალისწინებით. თუ წესის რომელიმე პირობა ეწინააღმდეგება მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებულ სავალდებულო უფლებას, უპირატესობა ენიჭება კანონს.
3. პლატფორმის მომსახურებები
- ფსიქო-ნავიგაცია - ფასიანი, დაახლოებით 30-წუთიანი შეხვედრა და 15-წუთიანი ტექნიკური/ორგანიზაციული ბუფერი; ტარდება ონლაინ, Google Meet-ის ვიდეოზარით და ემსახურება საჭიროების პირველადი განსაზღვრასა და შესაბამისი მიმართულების/სპეციალისტის შერჩევაში დახმარებას.
- ფსიქოლოგიური კონსულტირება - ონლაინ კონსულტაცია ვიდეოზარით (Google Meet); არ წარმოადგენს სამედიცინო ან ფსიქიატრიულ მომსახურებას.
- ტრენინგები - საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა ფორმატი და პირობები კონკრეტულ შეთავაზებაში განისაზღვრება.
- ფსიქოგანათლება - დამოუკიდებლად გასავლელი საგანმანათლებლო მასალა.
- ციფრული პროდუქტები - ვიდეოკურსები, ტექსტური მასალები, ელექტრონული წიგნები და სხვა ციფრული საგანმანათლებლო შინაარსი.
4. ფსიქოლოგიური მომსახურების ხასიათი
ფსიქოლოგიური მომსახურება განკუთვნილია მხარდაჭერისა და კონსულტირებისთვის და არ უნდა იქნეს აღქმული როგორც სამედიცინო/ფსიქიატრიული მომსახურება, დიაგნოზის დასმა ან გადაუდებელი დახმარება, თუ კონკრეტული შეთავაზება პირდაპირ სხვაგვარად არ მიუთითებს. გადაუდებელი საფრთხისას მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის გადაუდებელ/სამედიცინო სამსახურს.
5. რეგისტრაცია და ანგარიში
ანგარიშის შექმნისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს სწორი და განახლებული ინფორმაცია და დაიცვას ანგარიშის მონაცემები. რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ელფოსტით, Google-ის ან Facebook-ის ანგარიშით, თუ ასეთი ფუნქცია ხელმისაწვდომია. სოციალური ავტორიზაციისას მიღებული მონაცემები დამოკიდებულია ინტეგრაციასა და მომხმარებლის ნებართვებზე.
პლატფორმა უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს ან შეაჩეროს ანგარიში წესების/კანონის დარღვევის ან უსაფრთხოების რისკის შემთხვევაში; კანონით დაცული უფლებები ამით არ იზღუდება.
6. ფსიქო-ნავიგაციისა და შეხვედრების პირობები
- ფსიქო-ნავიგაციის მომსახურების სტანდარტული ხანგრძლივობაა 30 წუთი, ხოლო 15 წუთი გათვალისწინებულია ტექნიკურ/ორგანიზაციულ ბუფერად.
- შეხვედრა ტარდება Google Meet-ის ვიდეოზარით, რომლის ბმულიც დაჯავშნის დადასტურებისას იგზავნება; მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარ ინტერნეტსა და მოწყობილობაზე.
- დაჯავშნილი დრო არის კონკრეტული სლოტი; დაგვიანება ან გამოუცხადებლობა შეიძლება ჩაითვალოს მომსახურების არგამოყენებად.
- კომერციული წესით, მომხმარებლის ინიციატივით დაჯავშნილი სესიის გადაჯავშნა და ნებაყოფლობითი თანხის დაბრუნება არ ხდება.
- თუ მომსახურება პლატფორმის/მომსახურების გამწევის მიზეზით ვერ ჩატარდა, საკითხი გადაწყდება კონკრეტული პირობებისა და კანონის შესაბამისად.
7. სპეციალისტთან გადამისამართება
ფსიქო-ნავიგაციის შედეგად შესაძლებელია მომხმარებლის შესაბამის სპეციალისტთან ან მომსახურების მიმართულებასთან დაკავშირება. რეკომენდაცია არ წარმოადგენს დიაგნოზს ან სამედიცინო დასკვნას. თუ მომსახურებას დამოუკიდებელი სპეციალისტი ახორციელებს, შესაბამისი სტატუსი მომხმარებელს წინასწარ ეცნობება.
8. ტრენინგები და ფსიქოგანათლება
ტრენინგებისა და ფსიქოგანათლების შინაარსი, ფორმატი, ხანგრძლივობა და ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამის შეთავაზებაში. საგანმანათლებლო მასალა არ არის პროფესიული/სამედიცინო გადაწყვეტილების საფუძველი.
9. ციფრული პროდუქტები
ციფრულ პროდუქტზე წვდომა, როგორც წესი, ხელმისაწვდომი ხდება გადახდის დადასტურების შემდეგ. კონკრეტული წვდომის ვადა, არსებობის შემთხვევაში, მითითებულია პროდუქტის აღწერაში. შეძენა არ გადასცემს საავტორო უფლებებს; მომხმარებელს ენიჭება პირადი, არაექსკლუზიური და არაგადაცემადი გამოყენების უფლება.
10. ფასები და გადახდა
ფასი მითითებულია შესაბამის შეთავაზებაში. გადახდა შეიძლება განხორციელდეს საბანკო ბარათით, Google Pay-ით და პლატფორმაზე ხელმისაწვდომი სხვა მეთოდებით. გადახდას ამუშავებს ფაქტობრივად გამოყენებული პროვაიდერი.
11. გაუქმება, უარი და თანხის დაბრუნება
პლატფორმის კომერციული წესია, რომ მომხმარებლის მიერ დაჯავშნილი მომსახურების გაუქმების, გამოუცხადებლობის ან გადაჯავშნის მოთხოვნის შემთხვევაში თანხა ჩვეულებრივ არ ბრუნდება და სესია არ გადაიჯავშნება.
მომსახურების სრული შესრულების ან ციფრული შინაარსის მიწოდების დაწყებისას მოქმედებს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წინაპირობები და გამონაკლისები. თუ პლატფორმა კანონით ვალდებულია თანხა დააბრუნოს, დაბრუნება განხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
12. არასრულწლოვნები
პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვნების მიერ, თუმცა კონკრეტული მომსახურება შეიძლება დამოკიდებული იყოს ასაკზე, მომსახურების ბუნებაზე და კანონზე. 16 წლამდე არასრულწლოვნის მონაცემების თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავება მოითხოვს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას; განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებისთვის მოქმედებს დამატებითი მოთხოვნები. პლატფორმა იღებს გონივრულ ზომებს ასეთი თანხმობის დასადასტურებლად და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
13. ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდი, დიზაინი, ტექსტები, ვიდეოები, აუდიო, კურსები, ელექტრონული წიგნები, ლოგოები და სხვა მასალა დაცულია ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით. უნებართვო კოპირება, გავრცელება, გაყიდვა ან კომერციული გამოყენება დაუშვებელია, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.
14. მომხმარებლის ქცევა
- აკრძალულია პლატფორმის უკანონო მიზნით გამოყენება.
- აკრძალულია სხვისი ანგარიშის გამოყენება, მონაცემების უკანონოდ მოპოვება ან სისტემის უსაფრთხოების გვერდის ავლა.
- აკრძალულია სპეციალისტის, თანამშრომლის ან მომხმარებლის მიმართ მუქარა, შეურაცხყოფა, შევიწროება ან დისკრიმინაცია.
- აკრძალულია პლატფორმის მასალის უნებართვო ჩაწერა, გავრცელება ან კომერციული გამოყენება.
15. ტექნიკური ხელმისაწვდომობა
პლატფორმა ცდილობს უწყვეტ ხელმისაწვდომობას, თუმცა ტექნიკური სამუშაოების, ინტერნეტის ან მესამე მხარის სერვისების გამო შეფერხება შესაძლებელია. ეს არ გამორიცხავს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
16. პასუხისმგებლობა
პლატფორმა პასუხისმგებელია კანონითა და კონკრეტული მომსახურების პირობებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. წესები არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი შეზღუდვა კანონით დაუშვებელია. ფსიქოლოგიური კონსულტირება არ იძლევა კონკრეტული შედეგის მიღწევის გარანტიას.
17. სამართლებრივი ფორმის ან მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტის ცვლილება
პლატფორმის ოპერატორს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს განაახლოს საკუთარი სამართლებრივი, საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის შეცვალოს იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი, საბანკო ან გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სხვა მსგავსი მონაცემები.
აღნიშნული მონაცემების ცვლილება შეიძლება განხორციელდეს პლატფორმის ადმინისტრაციული სისტემიდან დამოუკიდებლად, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ასეთი ცვლილება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
პლატფორმის ოპერატორს ასევე უფლება აქვს შეცვალოს თავისი სამართლებრივი ფორმა ან განახორციელოს საქმიანობის რეორგანიზაცია, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმის სტატუსიდან გადავიდეს იურიდიულ პირზე, მოახდინოს საქმიანობის სხვა სამართლებრივ სუბიექტზე გადაცემა ან განახორციელოს სხვა სახის სამართლებრივი ცვლილება.
ასეთი ცვლილება თავისთავად არ იწვევს მომხმარებლის ანგარიშის, მოქმედი შეკვეთის, შეძენილი ციფრული პროდუქტის, მომსახურების ან მომხმარებლის მიერ კანონიერად შეძენილი სხვა უფლების გაუქმებას.
თუ საქმიანობის ან შესაბამისი უფლებებისა და ვალდებულებების სხვა სამართლებრივ სუბიექტზე გადაცემა კანონიერად განხორციელდა, მომხმარებელთან არსებული შესაბამისი ურთიერთობები, უფლებები და ვალდებულებები გაგრძელდება შესაბამისი უფლებამონაცვლე ან ახალი მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტის მიერ, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
18. პრეტენზიები და დავები
პრეტენზიები მიიღება: annazedginidze11@gmail.com. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმები, როგორიცაა სასამართლოსთვის მიმართვა.
19. კონფიდენციალურობა და Cookies
პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება ცალკე კონფიდენციალურობის პოლიტიკით, ხოლო Cookies - Cookies პოლიტიკით.
20. წესების ცვლილება
წესები შეიძლება განახლდეს კანონმდებლობის, მომსახურებების ან ტექნიკური პროცესების ცვლილების გამო. მნიშვნელოვანი ცვლილებებისას, სადაც კანონი ამას მოითხოვს, მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი შეტყობინება ამავე საიტზე გამოქვეყნების სახით.